შეხვედრა- ღონისძიებები


შეხვედრა  1  - 2012 წლის 31 ოქტომბერს მოეწყო შეხვედრა ჯენა შმიტთან, რომელიც მონაწილეობას იღებდა პროგრამაში ,,1000 ინგლისურენოვანი მასწავლებელი“ იგი მოსწავლეებს ესაუბრა მშობლიურ ქალაქ სიეტლის შესახებ. საუბაარი მიმდინარეობდა კითხვა პასუხის რეჟიმში ინგლურ ენაზე. მოსწავლეები მიღებული ინფორმაციით  კმაყოფილნი დარჩნენ.

ამ შეხვედრაზევე გამოცხადდა კონკურსი კლუბის ემბლემაზე, სლოგანსა და სახელწოდებაზე.


ჯენა
ცირა და ჯენა


კლუბის წევრები


შეხვედრა 2  - 2012 წლის 29 ნოემბერს კლუბის წევრებმა სტუმრად მოიწვიეს ქარ ვილიამსი - ფოტოგრაფი და ინგლისურის მასწავლებელი. მან ისაუბრა იმ 12 ქვეყნის შესახებ , სადაც იმყოფებოდა. აჩვენა აღნიშნული ქვეყნების ფოტოკოლაჟი.


მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ადუაშვილმა ეკამ, ცოხნიაშვილი მარიმ და მერებაშვილმა ანამ ისაუბრეს საფრანგეთის შესახებ თემაზე ,,მოგზაურობა საფრანგეთში“. 

მეათე კლასის მოსწავლემ ნუცა ხუციშვილმა და მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ გვანცა პეტრიაშვილმა კლუბის წევრებს გააცნეს იტალია და გერმანია




კლუბის წევრები





გვანცა პეტრიაშვილი
























შეხვედრა 3 – 2013 წლის 12 თებერვალს მოხდა გამოცხადებული კონკურსის მასალების განხილვა და გამარჯვებული ნამუშევრის გამოვლენა 

შეხვედრა 4 - 2013 წლის 4 აპრილს შედგა მორიგი შეხვედრა კლუბის წევრებთან. 

გულიკო მაჭარაშვილმა გაუზიარა შთაბეჭდილებები ქალაქ ბრიუსელის შესახებ და ესაუბრა ევროპარლამენტის ირგვლივ. 
  • ანი შავდათუაშვილმა გააცნო კლუბის წევრებს იაპონია. 


  • გამოცხადდა კონკურსი კომიქსის შექმნის შესახებ თემაზე-,,გორის ღირსშესანიშნაოებები".
  • მოსწავლეებმა კლუბის ხელმძღვანელს კლუბის გამართული მუშაობასთან დაკავშირებით წერილობით მიაწოდეს ინფორმაცია კლუბის დებულებასთან დაკავშირებით, რომელიც აიტვირთა განხილვისა და კორექტირებისათვის მოგზაურთა კლუბი ბლოგზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий